2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინის მედიანური ფასი 2.95 ლარს შეადგენს. ეს წარმოადგენს საცალო ფასს, ხოლო საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, კონსოლიდირებული ტენდერით, რომლითაც მთავრობა საწვავს ყიდულობს, ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 2.31 ლარს შეადგენს, რაც საცალო ფასთან შედარებით 64 თეთრით ნაკლებია.
საწვავის საბოლოო საცალო ფასი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, საიდანაც უმთავრესი არის საწვავის თვითღირებულება. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით Platts-ის ტიპის ერთი ტონა რეგულარის მარკის საწვავის ფასი 693 დოლარს შეადგენდა, რაც ერთ ლიტრზე 51.2 ცენტის, ანუ 1.46 ლარის ტოლია. დამატებული ღირებულების გადასახადი 2.95 ლარის საბოლოო ფასის 18%-ია, რაც 53 თეთრს შეადგენს, ხოლო აქციზის გადასახადი 37 თეთრია. ჯამში ამ ორი გადასახადის წილი 90 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, უშუალოდ ნავთობკომპანიის ლოგისტიკის, ადმინისტრაციული და საფინანსო ხარჯებისთვის ასევე კომპანიის მოგების მარჟისთვის 59 თეთრი რჩება.
2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის…
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით…